ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ოპელის მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა.
30 წლამდე ქალს ხელში 7 თვის ჩვილი ეჭირა, ასევე ახლდა 7 წლის ბავშვი.
მძღოლის თქმით, მან გზაჯვარედინზე რამდენიმე ავტომობილი გაატარა და შემდეგ განაგრძო მოძრაობა რა დროსაც მოახდინა შეჯახება, სავარაუდოდ მანქანამ ქალს ფეხზე გადაუარა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
არსებული ინფორმაციით პაციენტები, მოტეხილობებითა და დაბეჟილობებით, თავდაპირველად კლინიკა “რუსთავში” შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
Post Views: 1,432