არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და სად გავჩერდე ! რამაზ დავლაძე შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და სად გავჩერდე ! რამაზ დავლაძე შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს (2021 წლის 8 ოქტომბერს) ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა, შოვის ტრაგედიას ეხმიანება. ნანგრევებმა მისი ორი შვილი, მეუღლე და ძმა მოიყოლა…

აი, რას წერს რამაზი ფეისბუქზე.

რამაზ დავლაძე: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და სად გავჩერდე! აღარც კი მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში!

ჯერ იყო სახლში მყოფი ჩემი ლამაზი ოჯახის ტრაგედია, ჩემი მეზობლები. შემდეგ ჩვენი გმირი მაშველები, შემდეგი კი ულამაზესი და მშვენიერი შადრევანთან მოთამაშე მარიტა!..

ახლა კი დასასვენებლად მყოფი ჩვენი ძმები, დები და შვილები!

ნუთუ ამ ყველაფერს დასასრული არ უნდა ჰქონდეს!

ღმერთმა მოგვცეს გამძლეობა! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!

მაშველებო, თქვენ ხართ გმირები, გვეამაყებით მთელ საქართველოს!

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *