800 ლარი ოჯახებს პროდუქტების შესაძენად – ცნობილია ვის შეუძლია ისარგებლოს ამ სუპერ პროგრამით

800 ლარი ოჯახებს პროდუქტების შესაძენად – ცნობილია ვის შეუძლია ისარგებლოს ამ სუპერ პროგრამით

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა სიღატაკეში ან კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს, რაც მიზნად ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებასა და ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდის ხელშეწყობას ისახავს.

აღნიშნული პროგრამა სოციალური მომსახურების სააგენტოში ფუნქციონირებს.

რას ითვალისწინებს დახმარება?

პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საკვები პროდუქტებით (მათ შორის ხელოვნური კვების პროდუქტებით) და საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას.

რა თანხას შეადგენს ერთ ოჯახზე გაწეული დახმარება?

ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 800 ლარს.

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 1 800 000 ლარით განისაზღვრება.

ვის შეუძლია ისარგებლოს დახმარებით?

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც პირველად დახმარებას საჭიროებენ.

ვის უნდა მიმართოთ საჭიროების შემთხვევაში?

დახმარების მისაღებად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს უნდა მიმართოთ.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაცემის თაობაზე?

სამიზნე ჯგუფისათვის პირველადი დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია იღებს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *