“შვილი გადარჩა, ღმერთმა გადაგვარჩინა. შეიძლება, უფრო მძიმე რამ მომხდარიყო, ხვიჩას რომ გაეგო…” – ნახეთ რა სულისშემძვრელ განცხადებას აკეთებს ხვიჩა კვარაცხელიას მამა

“შვილი გადარჩა, ღმერთმა გადაგვარჩინა. შეიძლება, უფრო მძიმე რამ მომხდარიყო, ხვიჩას რომ გაეგო…” – ნახეთ რა სულისშემძვრელ განცხადებას აკეთებს ხვიჩა კვარაცხელიას მამა

ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში მანქანა მოჰპარეს. ადგილობრივმა პოლიციამ ფაქტზე რეაგირება დროულად მოახდინა და ქართველ ტალანტს საკუთრება მალევე დაუბრუნა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას კომენტარი ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ყოფილმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ საქმეში ქართველები არ ფიგურირებენ.
„მთელი საქართველო ლაპარაკობს, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ღმერთს ვთხოვ, ქართველები არ იყვნენ. ვნახოთ, ხვიჩაზე როგორ იმოქმედებს.
ეს რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე. ხვიჩას რომ

ველაპარაკე, სიცილით რომ მელაპარაკებოდა, გამიხარდა. შვილი გადარჩა, ღმერთმა გადაგვარჩინა. შეიძლება, უფრო მძიმე რამ მომხდარიყო, ხვიჩას რომ გაეგო… თავის დეიდაშვილთან ერთად ცხოვრობს. კერძო სახლია, სადაც კამერებიც არის, დაცვა ჰყავს. დეტალურად ვერ მოვყვები, რა და როგორ, კამერაზე ყველაფერი დაფიქსირებულია. ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, მადლობა უფალს, რომ გადაგვარჩინა და მეორე ის, რომ არ იყვნენ ქართველები.

მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები არ არიან, პოლიცია აქამდე იტყოდა. მაგაზე ხვიჩაც არ ფიქრობს“ – თქვა ბადრი კვარაცხელიამ გადაცემაში „სარბიელის პოდკასტი“.

აქვე აღსანიშნავია, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი ქართველებმა მოპარეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *