გაირკვა 25 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც დანით სასტიკად მოკლეს… – ვერ დაიჯერებთ ვინ აღმოჩდნდა მკვლელი და რა გახდა მკვლელობის მიზეზი

გაირკვა 25 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც დანით სასტიკად მოკლეს… – ვერ დაიჯერებთ ვინ აღმოჩდნდა მკვლელი და რა გახდა მკვლელობის მიზეზი

ყვა­რელ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა წუ­ხელ ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ენი­სელ­ში მოხ­და. 40 წლამ­დე მა­მა­კაც­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე 25 წლამ­დე ახალ­გაზ­რდას ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა, რაც სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა.

მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა გიგა არ­ჯევ­ნიშ­ვი­ლია. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის მამა ამ­ბობს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მათი ნა­თე­სა­ვია.

“შილ­და­ში მომ­ხდა­რა მკვლე­ლო­ბა. მკვლე­ლი ბი­ცო­ლა­ჩე­მის ძმის­შვი­ლია. სხვა დროს კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ, არ ვიცი დე­ტა­ლუ­რად რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი. ამ­ბო­ბენ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი დაჭ­რი­ლი­აო, მაგ­რამ ეს ინ­ფორ­მა­ცია ზუს­ტად არ ვიცი, მარ­თა­ლია თუ არა” – ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის მამა.

ენი­სელ­ში მოკ­ლულ გიგა არ­ჯე­ვა­ნიშ­ვილს და­დე­ბით პი­როვ­ნე­ბად ახა­სი­ა­თე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ის უკონ­ფლიქ­ტო პი­როვ­ნე­ბა იყო. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდა­რის მო­ტივს, სო­ფელ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით აღ­ნიშ­ნულ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ.

“ად­გილ­ზე და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი, რა მოხ­და ზუს­ტად არ ვიცი. ამ­ბო­ბენ, რომ შილ­და­ში და­ი­წყო ჩხუ­ბი. გიგა ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი იყო, კონ­ფლიქ­ტუ­რი არ ყო­ფი­ლა. ჩემს ხელ­ში იყო გაზ­რდი­ლი. სო­ფელ­ში ზუს­ტი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცი­ან” – ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის მე­ზო­ბე­ლი.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *