“უდიდესი და უნიჭიერესი ადამიანი დაიღუპა…” – ახლახანს ცნობილი ქართველი გარდაიცვალა (ფოტო)

“უდიდესი და უნიჭიერესი ადამიანი დაიღუპა…” – ახლახანს ცნობილი ქართველი გარდაიცვალა (ფოტო)

ცნობილი ქართველი მწერალი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ კიკნაძე გარდაიცვალა.

ზურაბ კიკნაძე 1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში. 1951 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1956 წელს სემიტოლოგიის განხრით.

ის არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ბიბლიური საზოგადოების ფორუმების (ბუქარესტი, კვიპროსი, მოსკოვი, ბრიუსელი) მონაწილე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში.

ზურაბ კიკნაძეს ჰომეროსის „ოდისეის“ თარგმნისათვის (1975, თ. ჩხენკელთან ერთად) 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. არის თბილისის უნივერსიტეტის სახელობის პრემიის ლაურეატი (1986 წ.), მიენიჭა სახელმწიფო პრემია (2005 წ.) ავტორთა ჯგუფთან ერთად პუბლიცისტიკის დარგში წიგნისათვის „საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი“. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის მედალი (2006 წ.)

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *