თერჯოლაში შემზარავი ფაქტი მოხდა. 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა. ქალი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით შემთხვევა მაღაზიათა ქსელ “მაგნიტში” მოხდა, სადაც გარდაცვლილი მენეჯერად მუშაობდა.
ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც მეზობლები ამბობენ, ყოფილი ქმარი თამილას შერიგებას სთხოვდა, ის კი არ ურიგდებოდა.
მეზობლების ინფორმაციით ყოფილ ქმარს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა საწყალი ქალი ამან ვერ დაიცვა.
წყარო : Siaxle.club
Post Views: 3,115