“სამწუხაროდ კვარაზე უნდა ითქვას რომ” – რას ამბობს ფაბიო კაპელო

“სამწუხაროდ კვარაზე უნდა ითქვას რომ” – რას ამბობს ფაბიო კაპელო

იტალიელი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ :

“ნაპოლის ამ სეზონშიც აქტიურად ვადევნებ თვალს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებს მუცლები ამოვსებული აქვთ, რის გამოც დამძიმებულები თამაშობენ.

ბევრ მომენტში ფეხბურთელების მონდომება არ იყო ისეთი, როგორსაც მიგვაჩვიეს. გარსიას სქემებზე მეტად მე ნეაპოლელების ჟინი მინდა დავინახო, რომელსაც გასულ წელს “მილანთან” პლეი-ოფამდე ვხედავდი. მაშინ ისინი ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდნენ.

ფეხბურთელებმა მაქსიმუმის გაცემა უნდა დაიწყონ, ეს კი განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს ეხებათ. ისინი თამაშში სხვაობას ვეღარ ქმნიან”, – განაცხადა კაპელომ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *