ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად გარდაცვლილები სიძე და ცოლისძმა არიან.
28 წლის შენგელი ბარამაშვილი და 35 წლის გოგიტა თარაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში ცხოვრობდნენ.
თანასოფლელების ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, შემთხვევის ადგილზე ორივე გარდაცვლილი დახვდა.
„წვიმა და ნისლი იყო, მთელი დღე. შენგელის მერსედესით მოძრაობდნენ. სავარაუდოდ, სველ გზაზე მოცურდნენ და ორივე, სიძე და ცოლისძმა ადგილზე დაიღუპნენ. სასწრაფოს საავადმყოფოშიც აღარ გადაუყვანია, აზრი არ აქვსო. რამხელა ტრაგედიაა ოჯახებისთვის, ორი მთასავით ბიჭის სიცოცხლე, უცბად გაქრა”- ამბობენ ახლობლები.
ერთ-ერთ გარდაცვლილს, მეუღლე და ხუთი შვილი დარჩა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო : პრაიმტაიმი