”გლოვის ზარით დაიწყო დღევანდელი დღე სკოლაში…” – ახალგაზრდა მასწავლებელი მოულოდნელად დაიღუპა (ფოტო)

”გლოვის ზარით დაიწყო დღევანდელი დღე სკოლაში…” – ახალგაზრდა მასწავლებელი მოულოდნელად დაიღუპა (ფოტო)

ცოტა ხნის წინ ფოთის წმინდა ნიკოლოზის სკოლის პედაგოგი დაიღუპა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი თეა ბიბილეიშვილია. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოთის წმინდა ნიკოლოზის სკოლა ავრცელებს.

,,ყველაფერი შეიძლება წავართვათ ადამიანს: სიმდიდრე, ნიჭი, სამშობლო,სიცოცხლე , მაგრამ ვერავინ ვერ წაართმევს სხვას სიკვდილს’’.

გაფრინდა ჩვენი ლამაზი და მხიარული მეგობარი! ჩვენი თეა მასწავლებელი აღარ არის!
სიკვდილმა მოგვტაცა …ვერ წავართვით სიკვდილს. ის იყო მზიური სულით დაჯილდოებული ადამიანი, რომელიც მუდამ მომღიმარი და კეთილმოსურნე გვემახსოვრება.

გლოვის ზარით დაიწყო დღევანდელი დღე სკოლაში, ტირის ყველა -დიდი თუ პატარა; ეს ის შემთხვევაა, სიტყვები რომ არ გვყოფნის ტკივილის და დარდის გადმოსაცემად, გვინდა დღევანდელი დღე სიზმარი იყოს და გაქრეს.
ბედნიერი ხარ, თეა , რადგან მოსწავლეების სიყვარულით იცოცხლე და მათთვის ერთგულად ნატარები ტვირთი გიმსუბუქებს იმქვეყნიურ გზასავალს.

ასე იცხოვრე… ასე იარე და ჩვენ კი, უნდა ვიყოთ მადლიერნი ამქვეყნიური ცხოვრებისა, რომ შენ გვერდით ყოფნის ნეტარება გვარგუნა უფალმა”- წერია განცხადებაში.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *