როგორ აპოვნინა საშინელმა ტრაგედიამ ლიონელ მესის თავისი ცხოვრების მთავარი ქალი – მეგობრობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა

როგორ აპოვნინა საშინელმა ტრაგედიამ ლიონელ მესის თავისი ცხოვრების მთავარი ქალი – მეგობრობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა

18 დეკემბერს კატარში საფეხბურთო სამყაროს მთავარი მოვლენა – მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. უამრავი გულშემატკივარი სტადიონიდან თუ სხვადასხვა ქვეყნიდან არგენტინასა და საფრანგეთს შორის გამართულ დაძაბულ ბრძოლას უყურებდა. ფეხბურთელთა შორის იყო ლიონელ მესი, რომელმაც თავისი ბავშვობის ოცნება აისრულა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ადამიანებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს შრომასა და თავდადებას.

2-1671527334.jpeg

35 წლის ლიონელ მესის უამრავი ტიტული აქვს: ოლიმპიური ჩემპიონი, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი, შვიდგზის ოქროს ბურთის მფლობელი, ექვსგზის ოქროს ბუცის მფლობელი, ათგზის ესპანეთის ჩემპიონი, ოთხგზის უეფას ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი… ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიღწევათა შორის, რომელიც მესიმ კარიერის განმავლობაში მოახერხა. 18 დეკემბერს კი კატარში გამართულ ჩემპიონატში გამარჯვებით თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარება მოიპოვა. თუმცა, სტადიონზე მას მეუღლე, შვილები და დედა გულშემატკივრობდნენ, რომელთა ემოციურმა მილოცვამაც მთლიანად მოიცვა სოციალური მედია.

1-1671527346.jpeg

ჯერ კიდევ მაშინ, როცა მესის ბევრი ადამიანი არ იცნობდა, მან გააცნობიერა, რომ სწორედ ეს გოგონა გახდებოდა მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული და თანამგზავრი. თავის მომავალ მეუღლეს ანტონელა როკუცოს მაშინ შეხვდა, როდესაც გოგონა 5 წლის იყო და მესიც, რა თქმა უნდა, ბავშვი. ბუნებრივია, ამ ასაკში ბავშვებს თავიანთი ემოციები, ბავშვური განცდები აქვთ, მაგრამ სპორტსმენი ირწმუნება, რომ გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა.

3-1671527359.jpeg

მომხიბვლელი გოგონა მისი საუკეთესო მეგობრის, ლუკას სკალიეს და იყო, რომელთანაც ერთ გუნდში თამაშობდა. მშობლებმა ანტონელა თამაშზე მიიყვანეს და იქ პატარა ლეო გაიცნო.

ცნობილია ისიც, რომ მესი და ანტონელა მეზობლად ცხოვრობდნენ, მთელი ბავშვობა ხედავდნენ ერთმანეთს და თამაშობდნენ. მაგრამ, მათი გზები მოულოდნელად გაიყარა. როდესაც ლეო 11 წლის იყო, მისი მწვრთნელები თანხმდებოდნენ, რომ ბიჭს საფეხბურთო კარიერაში დიდი მომავალი ჰქონდა, მაგრამ ამავე დროს არსებობდა ექიმების დასკვნაც, რომლის თანახმადაც, მესის ზრდის ჰორმონის დეფიციტი ჰქონდა. მთელ თავისუფალ დროს ან ვარჯიშში ატარებდა, ან კიდევ საავადმყოფოში იყო. საბედნიეროდ, ეს პრობლემა სერიოზული გართულებების გარეშე მოგვარდა და მალევე ლეო საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში“ მიიწვიეს. ოჯახი არგენტინიდან ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ფეხბურთელის განრიგი კიდევ უფრო გამკაცრდა და ანტონელასთან კომუნიკაციისთვის დრო აღარ რჩებოდა. არც ის იცოდა, როდისმე კიდევ ნახავდა თუ არა მას…

4-1671527398.jpeg

ვიდრე მესი შთამბეჭდავ კარიერას აწყობდა, ანტონელა საკუთარ საქმესა და პროფესიას ეძებდა. თავიდან სტომატოლოგობა უნდოდა და უნივერსიტეტში ამ მიმართულებით ჩააბარა, შემდეგ დიეტოლოგიით დაინტერესდა, გაიარა შესაბამისი გადამზადებაც. გაიცნო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შეუყვარდა და მასზე დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა ერთმა ტრაგედიამ ყველაფერი შეცვალა… ანტონელას მეგობარ ბიჭს მოტოციკლით შეეჯახნენ და იგი გარდაიცვალა. ამის შემდეგ გოგონა ძალიან მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და არავისთან სურდა ურთიერთობა.

ერთ დღესაც შეატყობინეს, რომ მესი მათ ქალაქში დაბრუნდა და მეგობრების მონახულებას აპირებდა. ფეხბურთელმა ანტონელას პირადი ტრაგედიის შესახებ შეიტყო და მასთან სანუგეშოდ მივიდა. ის გახდა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გოგონას ამ მდგომარეობიდან გამოყვანა მოახერხა.

6-1671527412.jpeg

იმ დროისათვის მესი უკვე ცნობილი ფეხბურთელი იყო, პრესაშიც არაერთხელ დაიწერა მის რომანებზე, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი გული კვლავ თავისუფალი იყო. მესი ანტონელასთან მეგობრის სტატუსით მივიდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გააცნობიერა, რომ გოგონაზე ჯერ კიდევ იყო შეყვარებული. მის გვერდით თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობდა.

5-1671527428.jpeg

იმ დღეების შემდეგ მესი და ანტონელა აღარ დაშორებულან. 2008 წელს მათ განაცხადეს, რომ ერთად იყვნენ, 2012 წელს ვაჟი – ტიაგო შეეძინათ, 2015 წელს მეორე ვაჟი – მატეო, ხოლო 2017 წელს ანტონელა და ლიონელ მესი ოფიციალურად დაქორწინდნენ.

წყვილმა შესანიშნავი ქორწილი გადაიხადა, რომელსაც 250-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა და უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა ერთად თავი. რამდენიმე თვის შემდეგ კი განაცხადეს, რომ მესამე ვაჟს ელოდებოდნენ. 2018 წელს ჩირო დაიბადა.

7-1671527443..jpeg

დღეს ანტონელა როკუცო ძალიან პოპულარული ქალია და მესის ყველა გულშემატკივარი იცნობს. მეტიც, მას “იდეალური ცოლის” ტიტული მიანიჭეს იმისათვის, რომ მეუღლეს არც ერთ რთულ დროს მარტო არ ტოვებს და მხარს უჭერს. ის სამ შვილს ზრდის და ქმრის ყველა მატჩს ესწრება. მსოფლიო ჩემპიონატზეც თავდაპირველად მესიმ სასურველი შედეგის მიღწევა ვერ შეძლო, თუმცა ანტონელა მასთან ერთად იყო, ამხნევებდა და მოტივაციას აძლევდა.

8-1671527458.jpeg

ფინალის დღეს ფეხბურთელი მშვიდად იყო, თავის საქმეს აკეთებდა და ემოციების გამოვლენის უფლება საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ მისცა, როდესაც გააცნობიერა, რომ ჩემპიონის ტიტული მისი იყო. იქვე კი ანტონელა და შვილები იყვნენ, რომლებიც მის სიხარულს უამრავ გულშემატკივართან ერთად იზიარებდნენ.

წყარო : Mshoblebi.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *