დიდი ტრაგედია შობა დღეს – ცნობილი ახალგაზრდა ქართველი პოეტი ტრაგიკულად გარდაიცვალა (ფოტო)

დიდი ტრაგედია შობა დღეს – ცნობილი ახალგაზრდა ქართველი პოეტი ტრაგიკულად გარდაიცვალა (ფოტო)

პოეტი ბენჯი ჩხაიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
„ბენჯი ჩხაიძე გარდაიცვალა, სულით და გულით პოეტი კაცი, უმძიმესი ავარიის შემდგომ გადარჩა და ყოველთვის მეიმედებოდა, ბევრი რამ გავიარეთ ერთად, მუდამ ჩემს ძმად დარჩები, ვერ გავათენეთ აფხაზეთში საქართველო, მაგრამ ჩვენი წილი ხმა მივაწვდინეთ ჩვენს დალოცვილ მიწას, მე თუ მეღირსა იქ დაბრუნება, ერთ მუჭა მიწას მოგიტან საფლავზე, მრავალჟამიერ შენს მარადიულ სიცოცხლეს.

„გაფრინდა სხვა სივრცესა და განზომილებაში… ყველა წუთი გამახსენდა, როცა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდით, ჰო, გადავარჩინეთ კიდეც… მერე ვიდეო გამოგზავნა, ყველა იმ ადამიანს ანახე, ვინც ჩემზე იფიქრა და დამეხმარა, მადლობელი ვარ მათიო… მერე იშვიათად ვკითხულობდი, მეგონა ყველა კრიტიკული წუთი გადავლახეთ, მეგონა რომ ყველაფერი კარგად იყო. თუმცა… როგორ ცარიელდება ეს პატარა დედამიწა ადამიანებისგან… მერამდენე გარდაცვალებაა ამ დეკემბერში, ვეღარ დავითვალე. #ბენჯი ბეჟან ჩხაიძე, ბენჯი რევანელი, კარგი ადამიანი და პოეტი. #შენზე მეტი ვარ შენით… ძალიან მეტკინა…

ვწუხვარ და ყველას გითანაგრძნობთ მის მეგობრებს, ოჯახს და ყველა იმ ადამიანს ვინც ახლა ტკივილს გრძნობთ.
ზოგჯერ ზედმეტად მტკივა. ბენჯი ერთ-ერთი ის ბიჭია, ვისი გადარჩენაც ჩემი გადარჩენა იყო, სტიმული იყო ბევრი ადამიანი გადაგვერჩინა… ხანდახან ეს უადგილო სიტყვებიც როგორ ხმაურიანია, თუმცა არ ვიცი, რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ შვება არსადაა…“ – წერენ მეგობრები.

ცნობისთვის, 2014 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა პოეტი ბენჯი ჩხაიძე ავტოავარიის შედეგად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი მკურნალობისთვის კი ოჯახს დახმარება სჭირდებოდა. მის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება პოეზიის საღამოც გაიმართა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *