მერიკის შეერთებული შტატების “კინსის” სახელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები სექსთან დაკავშირებით, კვლევების შემდეგ კი გამოაქვეყნეს კვლევების შედეგად მიღებული დასკვნა. დასკვნა რეკომენდაციის სახითაა წარმოდგენილი, მეცნიერები საზოგადოების სხვადასხვა ასაკის წევრებს აძლევენ რჩევას თუ როგორი სიხშირით უნდა ჰქონდეთ სექსი სხვადასხვა ასაკში. რეკომენდაცია ასე გამოიხატება ციფრებში-30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს სასურველია წელისადში 112-ჯერ უნდა ჰქონდეთ სექსი, ანუ კვირაში ორჯერ.
30-ი წლიდან 40 წლამდე კი სექსის სიხშირე სასურველია ადამიანს ჰქონდეს წელიწადში 86-ჯერ ანუ ორ კვირაში სამჯერ. 40-ი წლის შემდეგ საკმარისია წელიწადში 69 სექსუალური აქტის ჩატარება ანუ ერთი სექსუალური აქტი კვირის მანძილზე. საინტერესო ისაა, რომ არაა შეზღუდვა დიდი ასაკის ადამიანებზე დაწესებული ანუ გასაგებად, რომ ვთქვათ ვისაც ასაკის მიუხედავად აქვს ერექციის უნარი თავისუფლად შეუძლია დაკავდეს სექსით.
ყურადღება: ესაა მინიმუმი! რეალურად, როგორც გამოკითხვის შედეგებით გახდა ცნობილი, მოქალაქეებს ბევრად მცირე სიხშირით აქვთ სექსი. სექსოპათოლოგების აზრით მოქალაქეების 15%-ს სულ რამდენიმეჯერ აქვს სქესობრივი კავშირი პარტნიორთან მთელი წლის განმავლობაში, რაც მათი თქმით აუცილებლად აიხასება მათ ჯანმრთელობაზე, თან არა კარგი კუთხით არამედ ცუდი კუთხით. სექსისაგან სრული თავშეკავება კი სახიფათოა ჯანრთელობისათვის აცხადებენ ექიმი-სექსოლოგები, მათი აზრით თვეში ერთხელ სექსიც კი კრიტიკულად ცუდი მაჩვენებელია. კვლევა კვლევად, თუ გაქვთ სექსის უნარი და სურვილი, თან პარტნიორიც თქვენსავით თანახმაა სექსზე, იმდენჯერ შეგიძლიათ დაკავდეთ სექსით რამდენჯერაც გსურთ.