სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა- გარდაიცვალა ერთი ქალბატონი, დანარჩენები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანა ყინულზე მოცურდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ვრცელდება ხევში გადავარდნილი ავტომანქანის ფოტოებიც. გარდაცვლილი ქალბატონი ანა შაიშმელაშვილია, რომელიც სიღნაღის მერიაში მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, სტაციონარში მოთავსებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მუნიციპალური საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს.
Post Views: 2,281