“სიღნაღში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი,
ანა შაიშმელაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას, საგარეჯოს მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სიღნაღში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის, ანა შაიშმელაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მერიის თანამშრომლებს”
Post Views: 4,108