სასწრაფოს მანქანა ქვეითს შეეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

სასწრაფოს მანქანა ქვეითს შეეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

მარნეული თბილისის გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითს შეეჯახა, 50 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სასწრაფოს თბილისში ბავშვი გადაჰყავდა.

ადგილზე ახლა პოლიციაა მობილიზებული, ხოლო ბავშვი საავადმყოფოში სხვა სასწრაფო მანქანამ წაიყვანა.

შეჯახებაში მონაწილე მძღოლი კი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *