სოციალურ ქსელში ცოტახნის წინ ერთი ამბავი გავრცელდა. გარდაბანში კაცს მაღალი წნევა ჰქონდა და ექიმმა ტელეფონით კაპტოპრილი დაუნიშნა. ექიმი როდესაც ადგილზე მივიდა სამწუხაროდ კაცს ისევ მაღალი წნევა ჰქონდა და ამავდროულად ყბაც ახვეული… პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”გარდაბანში ერთ მამაკაცს მაღალი წნევა ჰქონდა. ოჯახის წევრებმა ექიმს დაურეკეს. მან კი ტელეფონით ურჩია – ჩემს მოსვლამდე, ავადმყოფს ენის ქვეშ კაპტოპრილი ჩაუდეთო!
გამოძახებაზე მისულ ექიმს ყბაახვეული და ისევ მაღალწნევიანი პაციენტი დახვდა.
ექიმი გაოცდა – ყბა რატომ აქვს ახვეულიო?!
ამათმა – რაღა რატომო? როგორც გვითხარით, ენის ქვეშ ჩაუდეთ, მაგრამ ყბა რომ დაეღალა და ვეღარ იჭერდა, ავუხვიეთ, რომ არ გადმოვარდნოდაო.
– რა რომ არ გადმოვარდნოდაო?! – გაგიჟდა მკურნალი.
– კარტოფილიო! – მიუგო ოჯახმა.”
Post Views: 14,651