კვარაცხელია ბურთს ეფერება, თვალს ახარებს, თუმცა… – რას წერს იტალიური გამოცემა Tutto Napoli კვარას შესახებ

“თუ კვარას ხელფასს არ გაუორმაგებენ, ამას გააკეთებს” – რა ინფორმაცია ხდება ცნობილი

იტალიური Il Mattino-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია და მისი წარმომადგენლები ნაპოლის შეთავაზებაზე უარს აცხადებენ. მთთვის წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონი არაადეკვატურია და მინიმუმ 5 მილიონი სურთ.

ოსიმენის შემდეგ, ნაპოლის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ურთიერთობა კვარასთანაც აერია…

გთავაზობთ უცხოელი გულშემატკივრების კომენტარებს :

“კვარას თუ არ გაუორმაგებენ ხელფასს, წლის ბოლოს სხვა გუნდში გადავა”

“დე ლაურენტის მიეცი ამ ბიჭს ის რაც ეკუთვნის

“კვარაც და ოსიმენიც გუნდს დატოვებენ თუ შესაბამის ხელფასს არ მისცემენ”

“კვარაცხელიას მოთხოვნა ლოგიკურია”

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას შეძენით ლონდონის “არსენალი” და მანჩესტერ “სიტი” არიან დაინტერესებულები.

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის ანტონიო კასანოს აზრით, ხვიჩა ცალი ფეხითაც კი აჯობებს ჯეკ გრილიშს, რომელიც მანჩესტერ სიტიში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

Leave a Comment