“ამხელა ბედნიერი დღის მირე, ოჯახმა სადილად დაგვპატიჟა, დედა და მამა როგორი გახარებულები არიან და უცბად ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, რომ დედაშენი გარდაიცვალაო..” – ნახეთ რას ყვება ნიკოლოზ წულუკიძე

“ამხელა ბედნიერი დღის მირე, ოჯახმა სადილად დაგვპატიჟა, დედა და მამა როგორი გახარებულები არიან და უცბად ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, რომ დედაშენი გარდაიცვალაო..” – ნახეთ რას ყვება ნიკოლოზ წულუკიძე

ნიკოლოზ წულუკიძე “ნაპოლი” (5-1) “იუვენტუსის” მატჩს დაესწრო და მეორე დღეს ხვიჩას ოჯახმა სადილზე მიიწვია.

ერთი ბიჭი მოღვაწეობს, მთელ საქართველოს ასეთ პოპულარიზაციას უკეთებს და ამ დროს, შენ გიჩნდება განცდა, რომ მას რამე დაუშავო. სულ მინდება ამ დროს დიმა ობოლაძის ციტირება, კლავიატურის ვირთხას”

“ამხელა ბედნიერი დღის მირე, ოჯახმა სადილად დაგვპატიჟა, დედა და მამა როგორი გახარებულები არიან და უცბად ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, რომ დედაშენი გარდაიცვალაო. წარმოიდგინე რა ემოცია გაქვს, იცი, რომ დედა შეუძლოდ არის, დატოვებულია საქართველოში. ჩაშხამდათ ყველაფერი. ვიღაცები ურეკავენ, იქ ფეისბუქზე შავი ლენტების გამოფენა. დაახლოებით 20 წუთში გაირკვა, რომ ეს არის ტყუილი და ფეიკ ნიუსი. რატომ უნდა მოგინდეს ასეთი რამ, როცა ამ ბიჭმა მთელ იტალიაში შეუცვალა საქართველოს მიმართ ხალხს დამოკიდებულება”

“მორჩა, აღარაფრის ხალისი აღარ ჰქონდათ. არ გპატიობენ წარმატებას და სიხარულს, ხოლო, როცა რაღაც ცუდი გემართება, ყველა შენ გვერდით არის”

“მივცეთ ამ ოჯახს ბედნიერების საშუალება. ჟურნალისტი რომ გქვია, ყველაფერი კარგად გაქვს, ფეხზე დგახარ, რატომ უნდა იბოღმებოდე და სკდებოდე ასე. სახელითა და გვარით ამბობენ, ამისთვის რა დამიშავებიაო. ვერც წარმოიდგენთ, როგორ განიცდის ეს ხალხი ყველაფერს. მიეცით ამ ბავშვს შესაძლებლობა მთელი საქართველო კვლავ ასე წარადგინოს” – განაცხადა ნიკა წულუკიძემ “იმედის დღის” ეთერში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *