”გუშინ ღამე ამის გამო ბევრი ვიდარდე…” – ნახეთ რა ემოციურ წერილს და ფოტოს აქვეყნებს გივიკო დიდია

”გუშინ ღამე ამის გამო ბევრი ვიდარდე…” – ნახეთ რა ემოციურ წერილს და ფოტოს აქვეყნებს გივიკო დიდია

გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ნათი ბებოს ფოტოს და სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს.


„არ ვიცი არსებობს თუ არა, ბებიეს თვალებზე ან ზოგადად, მოხუცზე უფრო სევდიანი რამ . ნათის ვკითხე: ნენა რაზე ფიქრობ-თქო და ხაჭაპურზეო მითხრა – მაგას ვაცხობდი ჩემს გონებაში, მარა აბდლურია აწი მაი, სადღა შემიძლიაო. გუშინ ღამე ამის გამო ბევრი ვიდარდე.

ზოგადად ნათელეს გამო ბევრს ვდარდობ. არ იმჩნევს, მაგრამ მოხუცდა. ბევრი გადეიტანა. პატარა ბაღანასავით უნდა მოვლა და ყოველ საღამოს, როცა დასაძინებლად მივდივარ, საბანს შევუკეცავ ხოლმე გარშემო და შუბლზე ვკოცნი. ამას ნაწილობრივ იმიტომ ვაკეთებ, რომ მეშინია, დილით რომ არ მითხრას შემცივდაო. არცერთი ხანდაზმული არ იმსახურებს სიცივეს. არცერთი დედა შვილის სიკვდილს. სიკვდილზე კი ხშირად ლაპარაკობს. განიცდის. მე, მე კი მესმის მისი. ვიცი, რომ დეიღალა და რაფერ მტკივა გული მაგის გამო…

პ.ს ძალიან მიყვარს ჩემი ტკბილი ნენა. ნეტე შემეძლოს ძველებურად მისი გაღიმება”, – წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *