ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის შესახებ აქამდე უცნობ ისტორიას უზიარებს საზოგადოებას.
„2022 წელი დგებოდა, დამირეკა ბუბას მეგობარმა და პროდიუსერმა სოსო აბზიანიძემ. ბუბა თურმე პარლამენტში ხელფასს არ იღებდა შესაბამისად, ერთ დღეს აღმოაჩინა რომ 30 ათასი ლარია მის ბალანსზე და გადაწყვიტა ეს თანხა გადაანაწილოს ბავშვებზე, რომლებთანაც თოვლის ბაბუა არასოდეს მისულან ❣️
მთხოვეს სწორედ ასეთი ბავშვების მოძებნა და ასე გახდა ბუბა კიკაბიძე ბავშვებისთვის თოვლის ბაბუა.
თავად ბუბა, ყოველი ახალი წლის წინ, საახალწლო საჩუქარს ფეხსაცმელში ეძებდა. ამის მიზეზს და სხვა ამბებსაც, თავად მოგიყვებათ დღეს, გადაცემაში“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
Post Views: 3,961