” სახლში როდესაც მივიდა ნახა რომ..” – ნახეთ როგორ აღმოაჩინა შაკირამ რომ პიკემ მას უღალატა

” სახლში როდესაც მივიდა ნახა რომ..” – ნახეთ როგორ აღმოაჩინა შაკირამ რომ პიკემ მას უღალატა

შა­კი­რა­სა და პი­კეს სკან­და­ლუ­რი და­შო­რე­ბის ამ­ბა­ვი ე.წ. ყვი­თე­ლი პრე­სის მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი­დან უკვე კვი­რე­ბია არ ქრე­ბა. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მას შემ­დეგ და­შორ­და, რაც შა­კი­რამ გა­ი­გო, რომ ფეხ­ბურ­თელ­მა მას უღა­ლა­ტა.

შა­კი­რამ ყო­ფილ პარტნი­ორს სიმ­ღე­რაც მი­უ­ძღვნა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც პი­კეს მი­მარ­თა და ურ­ჩია, რომ ხან­და­ხან “ტვი­ნის გა­ვარ­ჯი­შე­ბაც” სა­ჭი­როა.

ამ­ჯე­რად მე­დია იმის შე­სა­ხებ წერს, თუ რო­გორ შე­ი­ტყო მომ­ღე­რალ­მა ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ. გა­მო­ცე­მა Pagesix-ის ცნო­ბით, შა­კი­რამ პიკე ჯე­მის ქი­ლის წყა­ლო­ბით “გა­მო­ი­ჭი­რა.”

მომ­ღე­რალ­მა, რო­მელ­მაც 10 წელ­ზე მეტი დრო გა­ა­ტა­რა პი­კეს­თან და ორი ვაჟი ჰყავს მის­გან, კარ­გად იცო­და, რომ შვი­ლებ­საც და მათ მა­მა­საც სძულთ ჯემი. რო­გორც Page Six იტყო­ბი­ნე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ შა­კი­რას ჯე­მის ქილა ცა­რი­ე­ლი დახ­ვდა და სწო­რედ ამან გა­უ­ჩი­ნა ეჭვი.

რო­გორც და­სავ­ლუ­რი ტაბ­ლო­ი­დე­ბი წე­რენ, ამის შემ­დეგ შა­კი­რა უფრო მე­ტად აკ­ვირ­დე­ბო­და ქმრის ქცე­ვებს და სა­ბო­ლო­ოდ, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ როცა სახ­ლში არ იყო, პი­კეს ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მიჰ­ყავ­და.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *