შაკირასა და პიკეს სკანდალური დაშორების ამბავი ე.წ. ყვითელი პრესის მთავარი ამბებიდან უკვე კვირებია არ ქრება. წყვილი ერთმანეთს მას შემდეგ დაშორდა, რაც შაკირამ გაიგო, რომ ფეხბურთელმა მას უღალატა.
შაკირამ ყოფილ პარტნიორს სიმღერაც მიუძღვნა, რომლის საშუალებითაც პიკეს მიმართა და ურჩია, რომ ხანდახან “ტვინის გავარჯიშებაც” საჭიროა.
ამჯერად მედია იმის შესახებ წერს, თუ როგორ შეიტყო მომღერალმა ღალატის შესახებ. გამოცემა Pagesix-ის ცნობით, შაკირამ პიკე ჯემის ქილის წყალობით “გამოიჭირა.”
მომღერალმა, რომელმაც 10 წელზე მეტი დრო გაატარა პიკესთან და ორი ვაჟი ჰყავს მისგან, კარგად იცოდა, რომ შვილებსაც და მათ მამასაც სძულთ ჯემი. როგორც Page Six იტყობინება, მოგზაურობიდან სახლში დაბრუნებულ შაკირას ჯემის ქილა ცარიელი დახვდა და სწორედ ამან გაუჩინა ეჭვი.
როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, ამის შემდეგ შაკირა უფრო მეტად აკვირდებოდა ქმრის ქცევებს და საბოლოოდ, აღმოაჩინა, რომ როცა სახლში არ იყო, პიკეს ახალი შეყვარებული მიჰყავდა.