“შენთან რა უნდოდა სიკვდილს… ლუკმაპურის საშოვრად გამოსული, სახლში გაყინული დაუბრუნდი საყვარელ ოჯახს…” – ვინ არის კაცი, რომელიც აჭარაში სტიქიას ემსხვერპლა?

“შენთან რა უნდოდა სიკვდილს… ლუკმაპურის საშოვრად გამოსული, სახლში გაყინული დაუბრუნდი საყვარელ ოჯახს…” – ვინ არის კაცი, რომელიც აჭარაში სტიქიას ემსხვერპლა?

„ემიგრანტთა არხის“ დამაარსებელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„გლოვობს ჩემი ქობულეთი ვუსამძიმრებ სრულიად აჭარას 🥲 შენთან რა უნდოდა სიკვდილს… ‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს რომანაძეების ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ერგულის ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს…
ერგული ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს რომელმაც ასეთი კეთილშობილი მშრომელი შვილი დაკარგა… ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი… უბრალოდ, ვფიქრობ, ესეთი შემზარავი სიკვდილი სიკვდილსაც ხომ გააჩნია… არ იმსახურებდა…. გადაინაცვლა მარადიულობაში…
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ….
მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ჩემს საყვარელ ქობულეთს ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..
ეს არის ტრაგედია რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ….ლუკმაპურის საშოვრად 1 საათის გამოსული სახლში გაყინული გაქვავებული დაუბრუნდი შენს საყვარელ ოჯახს..
ისე წახვედი არც გიფიქრია რამხელა ტკივილს ტოვებდი მიწაზე ,შენმა უეცარმა წასვლამ ყველას ატკინა გული და სული ,
რამხელა ტანჯვა და სიმწარე განიცადე რამდენი საათი ცდილობდნენ შენს ამოყვანას შენი ავტომობილიდან რომლიდანაც ლუკმაპურის ფულს შოულობდი… ალბათ ამ სამყაროში ძნელი იყო შენთვის ცხოვრება. მხოლოდ ცრემლის და ბოღმის ბურთი გვაქვს ყელში გაჩხერილი და ყვირილი გვინდა. 😥😥 ხმამაღლა ვიტირივართ… დავტირივართ ციდვილ დედამიწას რომელმაც ვერ შეძლო დაეტია შენი ყოფა ამ ქვეყანაზე ჩვენო უკეთილშობილესო მშრომელო ბიჭო.
ა-ღარ მიფეთქავს გული და
ძ-არღვებში სისხლი დამიშრა,
ე-რთი სიცოცხლე მქონდა და
უდროოდ ისიც გამიქრა“ , – წერს სიხარულიძე.

Leave a Comment