რა გელით დღეს? – პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რა გელით დღეს? – პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების შეცვლის, ახალი პროექტის დაწყების, ახალი ურთიერთობებისა და პრიორიტეტების გადახედვისთვის. ეცადეთ, ურთიერთობებისთვის მეტი დრო გამონახოთ – ვიღაც მომავალი მოგებიანი ბიზნესისთვის შესანიშნავ იდეას მოგაწვდით. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას.

კურო

ამ დღეს ახალი ემოციები და შთაბეჭდილებები გელით. ეცადეთ მუშაობის დროს მცირე პაუზა გააკეთოთ და ღრმად ჩაისუნთქოთ. მთავარია, რომ სიფრთხილე არ დაივიწყოთ და თუ შესაძლებელია, დაუფიქრებელი საქციელი არ ჩაიდინოთ. თუ პრობლემას სწორად მიუდგებით, ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპები

ეცადეთ სერიოზული სამუშაოსთვის განეწყოთ. ამ დღის წარმატება თქვენს მომავალ პროექტებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. კოლეგამ ან უბრალოდ ნაცნობმა ადამიანმა შეიძლება საინტერესო იდეა მოგაწოდოთ, რომელიც დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოთ და პრიორიტეტულ საკითხებზე დაფიქრდეთ. ცვლილებები თქვენს განწყობაზე, ემოციურ სტაბილურობასა და ენერგეტიკულ დონეზე დადებითად აისახება. საშუალება გექნებათ, რომ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოავლინოთ.

ლომი

დღის პირველი ნახევარი რთული და დაბრკოლებებით სავსე იქნება. სერიოზული სამუშაოსთვის განწყობილი არ ხართ. გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსთვის გადაიტანოთ, რადგან ახლა ძალიან დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. თუ ხვდებით, რომ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარება კოლეგებს სთხოვოთ – ამ დღეს გუნდური მუშაობა წარმატებული იქნება.

ქალწული

ამ დღეს ფინანსებთან ან ქონებრივ დავებთან დაკავშირებულ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ საჭირო დროს და საჭირო ადგილზე მოხვდით, შეიძლება სოლიდური თანხა გამოიმუშაოთ. ზამთრის შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება სპორტული ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული

სასწორი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შეიძლება მაცდური და საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც მომავალში ძალიან მოგებიანი იქნება. ამ დღეს უჩვეულოდ აქტიური და შედეგზე ორიენტირებული ხართ, რაც რთული ამოცანების ამოხსნაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში კოლეგები ან მეგობრები ძალიან დაგეხმარებიან.

მორიელი

ენერგიით სავსე ხართ და ეცადეთ, ეს დრო ყველაზე რთული და უსიამოვნო საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსური საკითხებისა და სარისკო ტრანზაქციებისთვის დრო გამონახოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავადაა – მთავარია, პარტნიორის რჩევა გაითვალისწინოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის დრო გონივრულად გაანაწილოთ. ეს დღე გაცილებით უფრო ნაყოფიერი იქნება, თუ ოჯახური პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. თუ მენეჯმენტის ყურადღების მიქცევას ცდილობთ, მეტი ორიგინალური და არასტანდარტული გადაწყვეტილება უნდა შესთავაზოთ.

თხის რქა

თქვენმა თავშეუკავებელმა საქციელმა შეიძლება ვიღაც ძალიან შეურაცხყოს და ურთიერთობა დიდი ხნით გააფუჭოს. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და ქმედებები აკონტროლოთ და გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდეთ. იუმორის გრძნობა უხერხული სიტუაციის განმუხტვაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ხელსაყრელი და მოვლენებით დატვირთული დღეა. ახალი პროექტების და იდეების განხორციელებას ადვილად ახერხებთ, გარშემო მყოფები თქვენს აზრებს და იდეებს ყურადღებით და პატივისცემით ეკიდებიან. დროა, ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მოიცალოთ. ეცადეთ, ფეხით მეტი იაროთ და არ დაუშვათ ქრონიკული დაავადების გამწვავება.

თევზები

დროა, დიდი ხნის წინ თაროებზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ და ახლახან მიღებულ შეთავაზებაზე იფიქროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენი ვალდებულებები და დაპირებები სრულყოფილად შეასრულოთ. საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

Leave a Comment