მაიკო კაჭკაჭიშვილი იმ სამი წლის შესახებ წერს, როდესაც ექიმთან მისვლა არ შეეძლო. ის აქვეყნებს სტატუსს და განსაკუთრებულ მადლობას უხდის ლელა წურწუმიას, რომელმაც ეს შიში დააძლევინა:
„ეს სამი წელი მქონდა წარმოუდგენელი შიშები ექიმების (ფსიქიატრის გარდა ყველასი), შესაბამისად, ვერავინ შეძლო ჩემი ექიმთან მიყვანა…
ძალა საერთოდ წამერთვა, 10 ნაბიჯსაც ვეღარ გავდიოდი სახსრების ტკივილის გარეშე, ენით აღუწერელი უიმედობაა, დეპრესია, საშინელი შიშები!!!
სრული იზოლირება საზოგადოებისგან!
და მოკლედ, აღარ გავაგრძელებ!
ჰოდა, რატომ არის ლელა წურწუმია მაგარი ადამიანი, იცით???
იმდენი მოახერხა, რომ დავიწყე კვლევა და მივიღე პასუხები.
ფაქტობრივად, გამოფიტული ვყოფილვარ ყველაფრისგან, რაც ადამიანს სიცოცხლის უნარს აძლევს!! გადამალახვინა შიშები ძალით და დაჟინებით გამომაძახებინა ლაბორატორია და დღეს დიდი იმედებით და ღიმილით გავიღვიძე.
კი, ძალიან სამკურნალო ვარ, ფაქტობრივად ახალ წლამდე უნდა ვიმკურნალო, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ გამოუსწორებელი არაფერი მჭირს და ყველაფერი კარგად იქნება !!!
მადლობა, ლელა, რომ გამომიყვანე სამწლიანი ჯოჯოხეთიდან! მიყვარხარ და მართლა მაგარი ადამიანი ხარ ღირსეული მერწყული!..
იმედზე კარგი გრძნობა არ არსებობს!!
ახლა ზუსტად გეუბნებით, ცოოტაც მაცადეთ და მართლა გავაკეთებ ყველაფერს ლამაზს თქვენთვის.
მიყვარხართ.
მარკუს მეტრეველი, ნინო ქათამაძე და ჯარჯი თორაძე, მიყვარხართ“.