კვარამ შესაძლოა ნაპოლიში საუკეთესო მეგობარი დაკარგოს – რას წერს გამოცემა SKY

კვარამ შესაძლოა ნაპოლიში საუკეთესო მეგობარი დაკარგოს – რას წერს გამოცემა SKY

SKY გერმანია იუწყება, რომ ვიქტორ ოსიმენს მიუნხენის “ბაიერნში” გადაბარგება სურს.

Sky-ს ინფორმაციით, ბაიერნის ხელმძღვანელები მზად არიან, ახალ გოლეადორში 100 მილიონი ევროც კი გადაიხადონ და საკუთარი რეკორდი დაამხონ.

Sky-ს ინფორმაციით, ოსიმენი არა მარტო მზადაა, ბაიერნში გადავიდეს, არამედ ეს უნდა კიდეც. “ვიცი, რომ ოსიმენს სურს ბაიერნში გადასვლა და რომ შეეძლოს, ამას დღესვე გააკეთებდა!” – აცხადებს Sky Sport-ის რეპორტიორი და ტრანსფერების ექსპერტი ფლორიან პლეტენბერგი.

Leave a Comment