“აშშ-დან ხვიჩას მხარდასაჭერად ჩამოვედი” – ნახეთ რა ესაუბრა მერაბ დვალიშვილი იტალიელ ჟუნრალისტს

“აშშ-დან ხვიჩას მხარდასაჭერად ჩამოვედი” – ნახეთ რა ესაუბრა მერაბ დვალიშვილი იტალიელ ჟუნრალისტს

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში ნაპოლი “სტადიო მარადონაზე” მილანს უმასპინძლებს. ამ შეხვედრას მერაბ დვალიშვილი დაესწრება, რომელიც ნეაპოლში ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას გამო ჩავიდა.

UFC-ს სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგის ლიდერს მატჩამდე Sportitalia-ს ჟურნალისტი იოლანდა დე რიენცო გაესაუბრა:

“აქ ჩემი მეგობრის ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ვარ. ის საქართველოდანაა, ახლა ნაპოლიში თამაშობს. კვარაცხელია ჩვენი გმირია და ვგულშემატკივრობთ, მისით ძალიან ვამაყობთ. მე აშშ-დან ჩამოვედი, რათა მხარი დავუჭირო. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია მისთვის, ნაპოლისთვის, ამიტომ, მილანთან გამარჯვებას ვუსურვებ. დიახ, UFC სუპერმსუბუქ წონაში პირველი ნომერი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ხვიჩა თავის სახეობაშია პირველი ნომერი, ბედნიერი ვარ მის გამო და ძალიან გვიყვარს. ნეაპოლში პირველად ვარ და ძალიან მომწონს, სასიამოვნო ხალხი ცხოვრობს, ლამაზი ქალაქია, თბილისს ჰგავს. ფორცა კვარა, ფორცა ნაპოლი!”, – თქვა დვალიშვილმა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *