უცხოური გავლენიანი სპორტული გამოცემები იუწყებიან, რომ ვიქტორ ოსიმენი “ნაპოლის” დატოვებასთან ახლოსაა.
ნიგერიელი ფორვარდის შეძენა ყველაზე მეტად “პსჟ”-ს და მანჩესტერ “იუნაიტედს” სურთ. თავად ოსიმენს კი პრემიერ ლიგაში უნდა თამაში.
გუნდს დატოვებს დიდი ალბათობიტ პიოტრ ზელინსკი, რომელიც ნაპოლის რიგებში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
Corriere dello Sport-ის თქმით, მანჩესტერ “იუნაიტედი” აქტიურად ცდილობს კიმის დამატებას. “წითელი ეშმაკები” მცველის შესაძენად იმაზე მეტის გადახდას აპირებენ, ვიდრე კონტრაქტშია გათვალისწინებული. ეს თანხა დაახლოებით 70 მილიონ ევრომდე ადის. ყოველივე აღნიშნულის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მათთვის კიმის შეძენა პრიორიტეტულია და მსგავსი მიდგომა ფეხბურთელის გადაბირებაში შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.
Post Views: 4,221