კვარაცხელია მბაპესა და ბელინგემზე წინ – სასიხარულო ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელის შესახებ

კვარაცხელია მბაპესა და ბელინგემზე წინ – სასიხარულო ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელის შესახებ

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში 7-ჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (MotM), რაც მე-2 შედეგია ევროპის ტოპ ლიგებში.

ხვიჩა უსწრებს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან კილიან მბაპე და ჯუდ ბელინგემი, რომლებიც 6-6-ჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად.

კვარაცხელია ასევე საშუალო შეფასებებით თავის შარშანდელ სეზონზე უკეთესია. კვარა გასულ წელს 7.43 ქულით ფასობდა იტალიის ჩემპიონატში, წელს კი ეს მაჩვენებელი 7.54-ზეა ასული.

აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიამ უკვე გაიმეორა შარშანდელი სეზონის შედეგი. ხვიჩა გასულ წელსაც 7-ჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *