“ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ” – რას წერს ნიგერიის პრეზიდენტი

“ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ” – რას წერს ნიგერიის პრეზიდენტი

ნი­გე­რი­ე­ლებ­მა კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და ოსი­მე­ნის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “ომი” გა­ა­ჩა­ღეს. წე­რენ, რომ სე­რია A-ს მე­ფის გვირ­გვი­ნი არა კვა­რა­ცხე­ლი­ას, არა­მედ ვიქ­ტორ ოსი­მენს ეკუთ­ვნის. მათი უმე­ტე­სო­ბის აზ­რით, “ოსი­მენს ჩაგ­რა­ვენ რა­სის­ტუ­ლი მო­ტი­ვე­ბით.”

ამ ერ­თგვა­რი კო­რო­ნა­ცი­ის თე­მას, ნი­გე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ბოლა აჰ­მედ ტი­ნა­ბუც ეხ­მი­ა­ნე­ბა. მისი პოს­ტი შე­და­რე­ბით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რია, თუმ­ცა მა­ინც ერ­თგვა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმ­დი­ნა­რე და­ვის.

“ვფიქ­რობ, ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ იტა­ლი­ა­ში კი­დევ ერთი კო­რო­ნა­ცია იყო, სა­დაც ჩვენ­მა ბიჭ­მა, ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა მო­ი­პო­ვა გვირ­გვი­ნი, რო­გორც სე­რია ა-ს ახალ­მა მე­ფემ. ვიქ­ტორ­მა გა­აგ­რძე­ლა ნი­გე­რი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ბრწყინ­ვა­ლე­ბის ტრა­დი­ცია ფეხ­ბურ­თის გლო­ბა­ლურ არე­ნა­ზე. ჩვენ ყვე­ლა­ნი მი­სით ვა­მა­ყობთ და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ კა­რი­ე­რა­ში, რო­მე­ლიც უკვე შე­სა­ნიშ­ნა­ვია”, – წერს “ტვი­ტე­რის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ტი­ნა­ბუ.

Leave a Comment