როგორც Le Parisien-ისგან ვიგებთ, ნეიმარი თავის სახლთან პსჟ-ის ფანების გამოხატული პროტესტით იმედგაცრუებული და შოკირებულია, რის გამოც ბრაზილიელი აპირებს, რომ 2023/2024 წლების სეზონი ახალ კლუბში დაიწყოს.
პარიზული გუნდის ხელმძღვანელობაში ინგლისური კლუბების ეიმედებათ და ფიქრობენ, რომ ნეიმარს სწორედ რომელიმე პრემიერ ლიგის წარმომადგენელი იყიდის. იწერება, რომ პსჟ-ის მესვეურები იჯარის ვარიანტზეც ფიქრობენ. ამ შემთხვევაში ისინი ნეიმარის ხელფასის ნახევარს თავად გადაიხდიან.
აღსანიშნავია, რომ პარი სენ-ჟერმენთან დაახლოებულმა სპორტულმა ჟურნალისტმა, კერძოდ ეკრემ კონურმა ტვიტერზე დაწერა, რომ პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება და მისდამი კლუბის დაინტერესება არც თუ მცირეა.
მიუხედავად ამისა, ჯანლუკა დი მარციომ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ნაპოლი კვარაცხელიას ამ ზაფხულს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის, ანალოგიური თქვა თავად ნაპოლის პრეზიდენტმაც.