რა თქვა კვარაცხელიას შესახებ მარიო ბალოტელიმ – “კვარამ ისეთი გოლი გაიტანა…”

რა თქვა კვარაცხელიას შესახებ მარიო ბალოტელიმ – “კვარამ ისეთი გოლი გაიტანა…”

ვეტერანმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა და მსაჯები გააკრიტიკა.

“როდესაც კვარაცხელია წააქციეს ეს 100%-იანი თერთმეტმეტრიანი იყო. მსაჯების ამდენი შეცდომა საკმარისია. VAR-ის ჯიხურში რას აკეთებდნენ ? ასე არ უნდა გაგრძელდეს. კვარაცხელიამ, ქართველმა ფენომენმა ისეთი გოლი გაიტანა, კარისკენ არც კი გაიხედა, სწორედ ამიტომ ულამაზესი გოლი გამოვიდა.” – განაცხადა ბალოტელიმ.

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, მილანის წინააღმდეგ გამართავს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *