იტალიურ მედიაში ვრცელდება საფეხბურთო ჟურნალისტის, ჩირო ვენერატოს კომენტარი, რომელიც ნაპოლის ფეხბურთელთა მომავლის შესახებ სიახლეებს გვაცნობს.
როგორც ვენერატო ამბობს, ხვიჩა კვარაცხელია და სტანისლავ ლობოტკა ნაპოლიში 100%-ით დარჩებიან, ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად კი აურელიო დე ლაურენტისი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს:
“ვიქტორის ჩამნაცვლებლად ჯონათან დევიდის (ლილი) ვარიანტი სერიოზულად უნდა განიხილებოდეს, რადგან ნაპოლის როგორც მისი ამჟამინდელი ფასი, ისე ასაკი უნდა აწყობდეს. გარდა ამისა, ნაპოლი სევილიას ენ-ნესირითაც ინტერესდება, რომელიც სპალეტის გუნდის სათამაშო სისტემასა და მასში დამკვიდრებულ თავდამსხმელის პროფილს შეესაბამება. ასევე, არსებობს ატალანტას ჰოილუნდის ვარიანტიც.”
“ნაპოლიში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ ზაფხულს არსად წავლენ, ასეთები კი სტანისლავ ლობოტკა და ხვიჩა კვარაცხელია არიან. ამ ორ მოთამაშეზე კითხვები საერთოდ არ არსებობს.” – მოჰყავს ვენერატოს სიტყვები Areanapoli-ს
წყარო : სპორტლაინი