როგორი იქნება კვარაცხელიას ანაზღაურება თუ პსჟ-ში გადავა

როგორი იქნება კვარაცხელიას ანაზღაურება თუ პსჟ-ში გადავა

მოგეხსენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით “პსჟ” არის დაინტერესებული.

უცხოური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიას გარემოცვასა და ფრანგული კლუბის წარმოამდგენლებს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

კილიან მბაპე “პსჟ”-ს ტოვებს და დიდი ალბათობით მადრიდის რეალს შეუერთდება. გუნდს სახელფასო ჭერი უთავისუფლდება და ხვიჩას ყიდვისთვის საკმარისი თანხა ექნებათ.

საუბარია 120-130 მილიონი ევროს გადახდაზე. ასეთი შეთავაზების შემთხვევაში ლაურენტისი კვარას გაყიდის.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ფრანგული მედიის ინფორმაციით ის დაახლობეით 8-დან 10 მილიონ ევრომდე იქნება.

კვარაცხელია ფრანგულ კლუბში ვარსკვლავის სტატუსით გადავა.

Leave a Comment