“საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას…” – ცნობილი ბრენდების პროდუქტები, რომლებიც მავნე ნივთიერებებს შეიცავს

“საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას…” – ცნობილი ბრენდების პროდუქტები, რომლებიც მავნე ნივთიერებებს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამა ახალ კვლევას აქვეყნებს:

“ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის ინფორმაციით, ცნობილი ბრენდების კიდევ 17 პროდუქტი გამოვლინდა, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს. ესენია ნივეას, ლორეალის, დავის, ინტეზას, ქლეარის, ექსეს და პალმოლივის პირადი ჰიგიენის საშუალებები და კოსმეტიკა.

ყველა მათგანი შეიცავს butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს, რაც ამ პროდუქტების ეტიკეტებზეა მითითებული. ნივთიერების სისტემატური მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანის რეპროდუქციულ სისტემას და მუცლად მყოფ ბავშვს. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად თქვენს მიერ შეძენილ ან შესაძენ პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და კოსმეტიკის ეტიკეტებზე, შემადგენლობის ჩამონათვალში დააკვირდით მითითებულია თუ არა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA).

ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემის დღევანდელი შეტყობინება, აღნიშნული და სხვა საფრთხეების სრული სიით, იხილეთ ბმულზე

მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ასევე იხილოთ: https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6803

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *