“მარადონას უახლოვდება” – სპალეტიმ კვარას შესახებ ისაუბრა

“მარადონას უახლოვდება” – სპალეტიმ კვარას შესახებ ისაუბრა

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კვარას შესახებ ისაუბრა :

“კვარაცხელიას თავისი მოულოდნელი დრიბლინგები, აფეთქებები და აჩქარებები მარადონასთან აახლოებს. ის ნამდვილი ჩემპიონია. მახსოვს, რომ ჩვენთან მოსვლამდეც კი ყველა მასზე საუბრობდა, ხვიჩა წარმოუდგენლად ნიჭიერია.”

“ნაპოლიმ ამ ბიჭში დიდი ინვესტიცია ჩადო და დიდი იმედებიც დაამყარა, კვარაცხელიამ კი აბსოლუტურად ყველაფერში გაამართლა. ის არის ადამიანი, რომელიც განვითარებას არ წყვეტს, მოსმენა და ათვისება კარგად შეუძლია.”

“სეზონის განმავლობაში ხვიჩა იმაზე ძლიერი და ეფექტური გახდა, ვიდრე ის აქამდე იყო. მან მოუმატა როგორც ორივე ფეხით, ისე თავით დარტყმაში.” – თქვა 64 წლის სპეციალისტმა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *