“ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
კვარამ სადებიუტო სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს არის სერია A-ში დაფიქსირებული რეკორდ.
პირველ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მსგავსი შედეგი არცერთ თავდამსხმელს არ ჰქონია, დიეგო მარადონასაც კი, რომელსაც ხვიჩას ხშირად ადარებენ.
კვარაცხელია ასევე პირველი მოთამაშეა 2006/07 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველ სეზონში გაიტანა მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე პასი შეასრულა.
Post Views: 3,938