კარგი ამბები არ წყდება – სასიხარულო ინფორმაცია კვარაცხელიასთან დაკავშირებით !

კარგი ამბები არ წყდება – სასიხარულო ინფორმაცია კვარაცხელიასთან დაკავშირებით !

„ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულში შევიდა – ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football ავრცელებს.

2023 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოება 30 ოქტომბერს პარიზში, შატელეტის თეატრში გაიმართება.

იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს, გაბრიელ ანოს, რომელმაც თავის კოლეგებს სთხოვა დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯილდო სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში ქართველი ფეხბურთელები მხოლოდ ერთხელ – 1981 წელს დაასახელდნენ. ათეულში მოხვდნენ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი და კაპიტანი რამაზ შენგელია და ალექსანდრე ჩივაძე, მე-11 პოზიციაზე კი დასახელდა გუნდის ლეგენდარული ათიანი, დავით ყიფიანი. მას შემდეგ 42 წელი გავიდა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *