კვარას მორიგი ბრწყინვალე მიღწევა! სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩას გულშემატკივრებს

კვარას მორიგი ბრწყინვალე მიღწევა! სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩას გულშემატკივრებს

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში კვიპროსს ანგარიშით 1:2 სძლია.

“ჯვაროსნების” მხრიდან გოლების ავტორები გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი გახდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია და საგოლე გადაცემა არ შეუსრულებია, ის Sofascore-ს ვერსიით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

კვარამ Sofascore-სგან 8.8 შეფასება დაიმსახურა, რაც სიმბოლურ გუნდში ადგილის მოსაპოვებლად დაეხმარა.

Leave a Comment