„არ დატოვა ანა-მარია მარტო, მასთან წავიდა, რომ ისევ იზრუნოს მარტოდ გაზრდილ შვილზე…“ – გეგუთში დაღუპული გოგოს მამა გარდაიცვალა

„არ დატოვა ანა-მარია მარტო, მასთან წავიდა, რომ ისევ იზრუნოს მარტოდ გაზრდილ შვილზე…“ – გეგუთში დაღუპული გოგოს მამა გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში, სოფელ გეგუთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კაცი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„გლოვობს ჩემი გეგუთი. არ დაგტოვა ჩემო ანა-მარია ანგელოზო მამიკომ მარტო და შენთან წამოვიდა, შენ ხომ მხოლოდ მამიკომ გაგზარდა და მამიკოს გოგო იყავი. ახლაც ისევ ისე იზრუნებს შენზე, როგორც ზრუნავდა. ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს თქვენი სულები…

გავარდა მეორედ მეხი გეგუთში… მეორე უდიდესი ტრაგედიაა მთელი სოფლის… პირველი მეხის გავარდნა ანამარიას სიკვდილი იყო… მეორე, გია გაბუნიას… ტრაგედიაცაა და ტრაგედიაც.. ეს ისაა, როცა მსგავსი ტრაგედია გამუნჯებს… მთელი სოფელი დამუნჯდა მაშინ, როცა ანამარია გარდაიცვალა…“ – წერს შოთო სიხარულიძე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *