“რა ბედი ელის კვარას..” – რა თქვა ნაპოლის ახალმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე

“რა ბედი ელის კვარას..” – რა თქვა ნაპოლის ახალმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კლუბის ახალი მწერთვნელი რუდი გარსია ოფიციალურად წარადგინა.

ფრანგმა სპეციალისტმა ასევე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

“აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც ქალაქში ჩამოვედი, მაშინვე შევიგრძენი საფეხბურთო გარემო და მივხვდი, თუ როგორ ამაყობს ნეაპოლი თავისი გუნდით.

“მიყვარს 4-3-3 ფორმაციით თამაში, მაგრამ ეს ყოველთვის არის დამოკიდებული, თუ რომელი ფეხბურთელია ხელმისაწვდომი.

” ყველასთვის ურთულესი მეტოქე უნდა ვიყოთ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებსაც კიდევ შეუძლიათ ბევრ ასპექტში გაუმჯობესება.

“არის თუ არა ლობოტკა შეუცვლელი? ყველა მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, ჩემი თამაშის გული ნახევარდაცვაშია და ლობოტკასაც მნიშვნელოვანი როლი ექნება, თუმცა ფეხბურთელების ინდივიდუალურად გამორჩევა არ მინდა, რადგან ამ გუნდს რამდენიმე ძლიერი მოთამაშე ჰყავს და არა ერთი, ან ორი. თუმცა, ლობოტკა ნამდვილად ფანტასტიკური მოთამაშეა”, – განაცხადა ფრანგმა.

რუდი გარსია ტაქტიკის შეცვლას არ აპირებს, და გუნდის ძირითადი შემადგენლობა 90%-ით კვლავ ანალოგიური იქნება როგორც წინა სეზონში.

Leave a Comment