Calcio Napoli 24-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნაპოლის სამხრეთ კორეელი მცველი, კიმ მინ ჯე დატოვებს – იგივე წყაროს მტკიცებით, 26 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა.
როგორც იწერება, კიმისთვის ბრძოლაში მიუნხენის ბაიერნი ფავორიტია – ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ტომას ტუხელის კლუბმა კორეელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და დიდი ალბათობით, კიმი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.
Post Views: 3,755