რატომ გადაიფიქრა მადრიდის რეალმა კვარაცხელიას შეძენა – რას წერს ესპანური გამოცემა

რატომ გადაიფიქრა მადრიდის რეალმა კვარაცხელიას შეძენა – რას წერს ესპანური გამოცემა

ესპანური გამოცემა Eldesmarque იუწყება, რომ მადრიდის რეალმა კვარაცხელიას ყიდვა გადაიფიქრა და მათთვის პრიორიტეტი ზაფხულში კილიან მბაპეს დამატებაა.

“მადრიდის რეალის პრიორიტეტი არის ის, რომ ამ ზაფხულში კილიან მბაპე გაიფორმოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სხვა ვარსკვლავებმა, რომლებიც კლუბის სამიზნეებად მიიჩნეოდნენ, უკანა პლანზე გადაიწიეს. გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის რეალის რადარზე იყო. ნაპოლიში ნაჩვენებმა მისმა უნარებმა ევროპის საუკეთესო კლუბების ყურადღება მიიქცია, მაგრამ ყველაზე აქტიური რეალი იყო. ყველაფერი იმისკენ მიუთითებდა, რომ ქართველი მოლაპარაკებებს მათთან ადრე თუ გვიან მაინც დაიწყებდა. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ მბაპე არ იდგა კვარაცხელიაზე წინ. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ბარსელონა და რეალი ახალგაზრდა არდა გიულერს აკვირდებოდნენ, ის გამოცემების პირველ გვერდებზე აღმოჩნდა. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, თურქმა მადრიდული კლუბი აირჩია. ხვიჩას მამამ უკვე აღნიშნა, რომ მისი ოცნება რეალ მადრიდში თამაშია. ამ მომენტისთვის, “თეთრებს” სხვა პრიორიტეტები აქვთ, მთავარი კი, კილიან მბაპეს ამ ზაფხულში გაფორმებაა, შესაბამისად, ფლორენტინო პერესისთვის რთული იქნება ნაპოლისთან მოლაპარაკებების წარმართვა”, – წერს ესპანური გამოცემა.” – წერს ესპანური გამოცემა.

Leave a Comment