ნაპოლის ახალმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ შეკრებისა და მოსამზადებელი მატჩების ჩატარების წინ პრესკონფერენცია გამართა :
“ცხადია, ძალიან ბედნიერი ვარ და გამიმართლა, რადგან მეყოლება როგორც ვიქტორ ოსიმენი, ისე ხვიჩა კვარაცხელია. ისინი თავიანთი გოლებითა და საგოლე პასებით გამორჩეულები არიან, თუმცა ასეთ წარმატებას იმიტომ აღწევენ, რომ ბურთი იქამდე თანაგუნდელების კარგი თამაშის გამო მიდის.”
“მთავარი ყოველთვის გუნდი იყო და არა ინდივიდები. დიდი იმედი მაქვს, რომ კვარაცხელია & ოსიმენის დუეტი შედეგიან თამაშს გააგრძელებს და ნაპოლისთვის კვლავ პროდუქტიულები იქნებიან, თუმცა ჩემი ყურადღება მთლიან გუნდზე გადანაწილდება და არა მხოლოდ ამ ორ მოთამაშეზე.”
Post Views: 7,581