დიდი სხვაობა კვარასა და ოსიმენის ხელფასებს შორის – ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი შოკირებულია

დიდი სხვაობა კვარასა და ოსიმენის ხელფასებს შორის – ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი შოკირებულია

ნაპოლის ბოსი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს ახალ კონტრაქტებს შესთავაზებს.

ნიგერიელი ფეხბურთელის ხელფასი 7 მილიონი გახდება, კვარა კი 2.5 მილიონს მიიღებს.

ამ თემასთან დაკავშირებით “ნაპოლის” ყოფილმა თავკაცმა, ვინჩენცო მონტეფუსკომ ისაუბრა:

“არ მესმის, რატომ უნდა გამოიმუშაოს ოსიმენმა 7-8 მილიონი ევრო, კვარაცხელიამ კი მხოლოდ 2.5 მილიონი. არაფერი მაქვს ვიქტორის საწინააღმდეგო, თუმცა ვის შეუძლია ამიხსნას მათ შორის ამხელა სხვაობის მიზეზი?

ჩემი აზრით, სამარცხვინოა ასეთი ცალსახა განსხვავება. კვარაცხელია მაგარი მოთამაშეა, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში”. – განაცხადა მონტეფუსკომ.

Leave a Comment