გამორჩეულმა იტალიელმა ჟურნალისტმა, დილეტა ლეოტამ, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ტელეკომპანიაში, DAZN-ში მუშაობს, “ნაპოლიზე” ისაუბრა და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
“ნაპოლიმ შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და ტიტული დამსახურებულად მოიპოვა. სხვა გუნდებთან შედარებით ისინი ყველაზე მეტად ახვევდნენ მეტოქეებს თავს საკუთარ თამაშს და თამაშობდნენ ფეხბურთს, რომელიც ლამაზი სანახავი იყო.
ლუჩანო სპალეტის შრომა ბევრ ტაშს იმსახურებს, რადგან მას ყოველთვის სჯეროდა თავისი იდეების.
მთელ ევროპას შეუყვარდა კვარა, განსაკუთრებით ლივერპულთან თამაშით, სპორტის ყველა მოყვარული მოიხიბლა ქართველის თვისებებით, ყველა აკვირდებოდა ბიჭს, რომელსაც არ იცნობდნენ” – განაცხადა დილეტამ.
Post Views: 2,315