ნაპოლი კიმ მინ-ჯემ უკვე ოფიციალურად დატოვა და კარიერის გასაგრძელებლად მიუნხენის ბაიერნში გადავიდა.
უცხოურ მედიაში ვრცელდება აზიელი მცველის კომენტარი, რომელსაც ის საკუთარ ჯილდოსა და თანაგუნდელებზე აკეთებს:
“სერია A-ს საუკეთესო მცველი გავხდი და ეს არასდროს დამავიწყდება. ამ ჯილდოს მიღებას ჩემი თანაგუნდელების გარეშე ვერ შევძლებდი, ეს მათი დამსახურებაა.”
“მინდოდა, რომ ჩემი, კვარასა და ოსიმენის პრიზები დამეშალა და ყველა გუნდელისთვის გამენაწილებინა. ჩვენ ამ დიდებული შედეგის დაფიქსირება ერთსულოვნად შევძელით. კვარამაც და ოსიმენმაც ეს ყველაფერი დაიმსახურეს და მიხარია რომ მათი გუნდელი ვიყავი”, – თქვა კიმმა
Post Views: 11,383