ხვიჩა კვარაცხელია მორიგ დიდებულ აღიარებას უახლოვდება – რა სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი

ხვიჩა კვარაცხელია მორიგ დიდებულ აღიარებას უახლოვდება – რა სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი

ხვიჩა კვარაცხელია ამ დროისთვის იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების მიხედვით წლის სიმბოლურ ნაკრებშია.

იმ შემთხვევაში თუ კვარაცხელია დარჩენილ მატჩებსაც მაღალ დონეზე ჩაატარებს, ქართველი ვარსკვლავი სერია ა-ს 2023/2024 წლების სიმბოლური თერთმეტეულის წევრი იქნება.

აღნიშნული ჯილდო მან გასულ წელსაც დაიმსახურა, როცა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებასთან ერთად საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა.

კვარაცხელიას საშუალო შეფასება ამჟამად 7.48 ქულაა და ამ მაჩვენებლით იტალიის ჩემპიონატის ტოპ 3 ფეხბურთელში შედის.

Leave a Comment