სასიხარულო ინფორმაცია – ნაპოლის მწვრთნელმა კვარასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

სასიხარულო ინფორმაცია – ნაპოლის მწვრთნელმა კვარასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Corriere dello Sport-მა ნაპოლის, რუდი გარსიასა და კვარაცხელიას გეგმებზე ისაუბრა :

“ნაპოლი 2023/2024 წლების სეზონში 4-3-3 ტაქტიკით იასპარეზებს, ეს ფუნდამენტური ფორმაცია იქნება, სადაც ასეთივე როლს რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას მიანიჭებს.”

“შეტევის ფაზაში უმთავრესი აქცენტი ქართველ ფეხბურთელზე გაკეთდება, როგორც ამას გარსია ადრე ჟერვინიოსთან ერთად აკეთებდა, ხოლო დაცვით ფაზაში გუნდი 4-5-1 ტაქტიკაზე გადაეწყობა.”

“ნაპოლი ახალ სეზონში ბურთის ფლობასა და ტოტალურ ფეხბურთს უპირატესობას არ მიანიჭებს. მათთვის მთავარი იქნება, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან მაქსიმალურად დამაჯერებლად და პროდუქტიულად ითამაშოს”, – დაწერა გამოცემამ

Leave a Comment